იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნიკოლა ზიგარეტის, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ზიგარეტიმ თავად გაავრცელა ვიდეო მიმართვის საშუალებით. ვიდეოს BBC ავრცელებს.
"ექიმებმა მითხრეს, რომ Covid-19 მაქვს. კარგად ვარ, მაგრამ მომიწევს უახლოესი დღეების განმავლობაში სახლში დარჩენა. მე განვაგრძობ მუშაობას და იმ საქმის კეთებას, რაც საჭიროა, რომ გავაკეთო. გისურვებთ მხნეობას, მალე შევხვდებით", — ავრცელებს ვიდეოს თარგმანს BBC.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი - 3 400-ს. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 57 000-ს შეადგენს. სულ კორონავირუსი 97 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის საქართველოში, სადაც 12 დადასტურებული შემთხვევაა.